February 27, 2026

ქუთაისის უნივერსიტეტში ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამები ამოქმედებამდე გაუქმდა

ქუთაისის უნივერსიტეტი ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამებზე სტუდენტებს აღარ მიიღებს, – ინფორმაციას გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს. როგორც ცნობილი იყო, პროგრამების ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს 20 სტუდენტი უნდა მიეღო. გამოცემა განათლების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, აღნიშნულ პროგრამებზე უარის გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა თავად მიიღო. საბაკალავრო პროგრამების ჩამონათვალში ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამის ხილვამ განათლების ექსპერტებსა და პროფესორ-მასწავლებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. განათლების ექსპერტების თქმით, პროგრამა ფსევდომეცნიერებას ეფუძნება და ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც ოცნების დაანონსებული რეფორმის ფარგლებში ტრადიციულ აკადემიურ პროგრამებზე მნიშვნელოვნად ამცირებს მისაღები სტუდენტების კვოტას.