March 13, 2026

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა ბომონდი განცხადებას ავრცელებს

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა „ბომონდის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომ პაციენტი კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანა კატასტროფის ბრიგადამ, ოპერაციის მიმდინარეობისას კი მას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია. ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. „კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს”, – აცხადებს კლინიკა. ცნობისთვის, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები კლინიკის ექიმებს ადანაშაულებენ.