March 27, 2026

საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით დამატებით რეისებს ნიშნავს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა, 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების დამატებით რეისებს ნიშნავს.

„მოძრაობის განრიგი იხილეთ ფოტოზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://gr.com.ge;

ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to;

საქართველოს რკინიგზის სალაროებში;

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.