March 27, 2026

წყალტუბოში ცოლ-ქმარი გაზის ინტოქსიკაციით დაიღუპა

წყალტუბოში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ქალისა და მამაკაცის ცხედრები იპოვნეს.

გავრცლებული ინფორმაციით, ისინი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაიცვალნენ. გარდაცვლილები ცოლ-ქმარი იყვნენ.

ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.