ქუთაისში, სკოლმდელ დაწესებულების პედაგოგებს ხელფასები ეზრდებათ.
საბავშვო ბაღების პედაგოგებისათვის ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება საკრებულომ მიიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობა საბავშვო ბაღების პედაგოგებს ხელფასს მიმდინარე წლის 1 მარტიდან მოუმატებს.
„ჩვენ ამის გაკეთებას მიმდინარე წლის იანვრიდან ვგეგმავდით. თუმცა, არ გამოვიდა. პედაგოგებისათვის ხელფასების მომატება 15%–ზე ნაკლები არ იქნება, რომელსაც დაახლოებით 600 000 ლარი სჭირდება“, – განმარტეს სხდომაზე.
ქუთაისში, საბავშვო ბაღების პედაგოგების საშუალო ხელფასი ამ ეტაპზე დაახლოებით 180 ლარს შეადგენს.
ქუთაისში, ბაგა-ბაღების ააიპ გაერთიანებაში სულ 35 ფილიალი შედის.