April 6, 2026

რომელ დღეებში იქნება შესაძლებელი ამანათების შეტანა პენიტენციურ დაწესებულებებში

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური უწყება ავრცელებს. „პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9-10 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს: • ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; • ქათამი – 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი. • ყველი – 2 კგ; • ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი; • პასკა – 2 ცალი • წითელი კვერცხი-10 ცალი • უკრემო ნამცხვარი • კიტრი და პომიდორი 3-3 კგ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას. სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.