ბაღდათში, სოფელ როხში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. „ბაღდათინიუსის“ ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო და პოლიციის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ცეცხლის კერები ლოკალიზებულია. თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
April 13, 2026
ბაღდათში, სოფელ როხში, საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა