ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% – ის მფლობელი გახდა, – ინფორმაციას ამის შესახებ ბაზისბანკი ავრცელებს.
ბაზისბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები – ლიბერთი ბანკში.
„მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“.