19-21 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყება მოსახლეობას მოსალოდნელი ფართულებების შესახებ აფრთხილებს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.