April 22, 2026

ცნობილია, ვინ იმღერებს ქუთაისში ორმაისობას და რა დაუჯდება ეს ბიუჯეტს

ცნობილია, ვინ იმღერებს ქუთაისში ორმაისობას და რა დაუჯდება ეს ქვეყნის ბიუჯეტს – ინფორმაციას „კოალიცია ცვლილების“ წევრი, კორუფციის მკვლევარი ბესო დონაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „70 000 ლარი ბიუჯეტიდან მომღერლებს ელისაბედ ბაგრატიონი 4 000 ლარი ნატო მეტონიძე 4 000 ლარი ნუკრი კაპანაძე 4000 ლარი სალომე ბაკურაძე 3 000 ლარი ჯგუფი ,,New vison” 5 000 ლარი ანსამბლი ,, შვიდკაცა“ 14 500 ლარი ანსამბლი ,, ალილო“ 9 500 ლარი ანსამბლი ,, ქართული ხმები“ 15 000 ლარი ანსამბლი ,, ტრიო სამანი “ 3 500 ლარი თეატრალური კვარტეტი 8 000 ლარი აღნიშნული კონცერტი 2 მაისს გაიმართება ქალაქ ქუთაისში. ,,ქუთაისქალაქობის“ ღონისძიებების ფარგლებში. მერიას, რომ კითხო უფასო კონცერტი იქნებაო, როგორც ყოველთვის შერჩევის პროცესი დახურულია და შემრჩევი უცნობია”, – წერს ბესო დონაძე. ფოტო: არქივიდან