ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულს ცენტრალურ მოედანზე გალაკონცერტი დაასრულებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, სალომე ბაკურაძე და დათუნა სირბილაძე. ასევე ანსამბლები, ,, შვიდკაცა“ ,, ალილო“ , ,, ქართული ხმები“ და „თეატრალური კვარტეტი“ . ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება. გალაკონცერტში მომღერლების მონაწილეობისთვის ბიუჯეტი 70 000 ლარს გადაიხდის.
April 29, 2026
2 მაისს, ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე გალაკონცერტი გაიმართება