February 5, 2013

სამხარეო სამმართველოში ქუთაისის მერიის თანამშრომლები დაიბარეს

იმერეთის სამხარეო სამმართველოში ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელი ფრიდონ ბეშკენაძე და მერიის კახიანოურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ირკვევა, საქმე ეხება გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში აღნიშნული პირების მიერ „ნაციონალების“ საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელობას.

ფრიდონ ბეშკენაძის თქმით, ის კანონმორჩილი მოქალაქეა და გამოძიების შეკითხვებს გულწრფელად უპასუხებს.

აღნიშნული პირები დაკითხვის მოლდინში ამ წუთებში სამხარეო სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან. ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.