February 6, 2013

იმერეთის სამხარეო სამმართველოში ფრიდონ ბეშკენაძის დაკითხვა მიმდინარეობს

ქუთაისის მერიის დასუფთავების განყოფილების ხელმძღვანელს ფრიდონ ბეშკენაძეს ამ წუთებში იმერეთის სამხარეო სამმრთველოში კითხავენ.

საქმე ეხება გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ბეშკენაძის მიერ ქალაქის ერთ-ერთ უბანში, საფიჩხიაზე „ნაციონალების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას.

ბეშკენაძის თქმით, გამოძიება ძირითადად იმით ინტერესდება როგორ მოხვდა შტაბში და რას საქმიანობდა.

„მომავალში რა იქნება არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში გამოძიებასთან ვითანამშრომლებ,“ – ამბობს ბეშკენაძე.

შეგახსენებთ, რომ ფრიდონ ბეშკენაძე სამხარეო სამმართველოში გუშინ დაიბარეს, თუმცა მისი დაკითხვა დღეისთვის გადაიდო.