May 28, 2026

გამოკითხავენ თუ არა კახა გვანცელაძეს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ საქმეში

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ს ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები იმართება. ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელიც ბაღების ძარცვის საქმეს უკავშირდება, ბრალდების დასაკითხ მოწმეთა სიაში მთავარი მოწმე ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი კახა გვანცელაძეა. ის თავადაც არის ბრალდებული და ძებნილია. ის ქვეყანაში არ იმყოფება. ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე მისცემს თუ არა ჩვენებას დისტანციურად, უცნობია.

გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილი ამბობს, რომ ბაღების საქმეში თიოთქმის ყველა მოწმე გამოკითხულია, გარდა კახა გვანცელაძისა. „ის არ ყოფილა გამოკითხული გამოძიების მიერ, რადგანაც პროკურატურამ შეიყვანა ის გამოსაკით პირთა სიაში, შესაძლებელია, მოხდეს მისი გამოკითვა”, – განაცხადა გრიგალაშვილმა.

სახელმწიფო ბრალდება იმედოვნებს, რომ მოახერხებენ გვანცელაძის დისტანციურად მაიონც დაკითხვას.

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის თქმით, ძიების სურვილია გვანცელაძე დისტანციურად მაინც დაიკითხოს.

„კახა გვანცელაძეს ამ საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი. კახა გვანცელაძე, როგორც ბრალდებული, ოფიციალურად არის ძებნილი პირი, თუმცა შეყვანილი იქნა გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეში დასაკითხ პირთა სიაში, იმ მოლოდინითა და მოტივაციით, რომ ის როდესმე გადაწყვატს გამოძიებასთან თანამშრომლობას, მას ყავს თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატი და თუ იქნება მზაობა, ჩვენი დიდი სურვილია, ეს ადამიანი სასამართლოშიც დაიკითხოს, ზუსტად ამიტომ არის ის დასაკითხ პირთა სიაში მითითებული”, – განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალდება 4 ეპიზოდზე ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.