May 30, 2026

ვინ არის სუს-ის მიერ ჯაშუშობისთვის დაკავებული გულბაათ რცხილაძე

ცნობილი ხდება, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი გულბაათ რცხილაძეა. მას ბრალი ედება ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ჯაშუშურ თანამშრომლობაში.

მას გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის გულბაათ რცხილაძე პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ცნობილია თავისი პრორუსული და ანტიდასავლური რიტორიკითა და აქტივობებით.

რცხილაძის შესახებ ვრცელი სტატია “აი, ფაქტმა” 2025 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა, სადაც საუბარი იყო თუ როგორ ფინანსდებოდნენ რცხილაძის ორგანიზაციები რუსული “პრავფონდისგან” და რას საქმიანობდნენ საქართველოში. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ რცხილაძეს რუსეთიდან ფული ქეშად შემოჰქონდა და რუსეთისთვის ანგარიშებს ამზადებდა.