May 31, 2026

საქართველოში თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 11 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება

საქართველოში თამბაქოს მოხმარებისგან ყოველწლიურად 11 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება, – ასეთია ჯანმო-ს უახლესი მონაცემები. მსოფლიოს მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი წელიწადში 7 მილიონზე მეტი ადამიანს აღემატება, -ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

ჯანდაცვის უწყების თანახმად, კვლევები ადასტურებს, რომ ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო არ წარმოადგენს თავის დანებების უსაფრთხო საშუალებას, ისინი შეიცავენ ტოქსიკურ, კანცეროგენულ ნივთიერებებსა და მძიმე მეტალებს, რომლებიც იწვევენ ფილტვის ქრონიკულ დაავადებებსა და კიბოს რისკს.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კანონმდებლობის გამკაცრების მიმართულებით და ძველი შეფუთვები სრულად ჩანაცვლდა სტანდარტიზებული შეფუთვით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში