ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მასტერ ლიგას მასპინძლობს. დასავლეთ საქართველოს მასტერ ლიგაში ქუთაისისა და სხვა მუნიციპალიტეტების 14 გუნდი მონაწილეობს. დასავლეთ მასტერ ლიგის მხარდამჭერი, ტრადიციულად, ქუთაისის მერიაა. ჩემპიონატის გახსნას „მართვეს” საწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძე დაესწრნენ. ჩემპიონატის სპონსორები არიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი.
June 1, 2026
ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მასტერ ლიგას მასპინძლობს