დედამ ბავშვი სავარაუდოდ, მაკრატლით მოკლა. 8 წლის ბიჭის დაზიანება გულის არეში აქვს მიყენებული.
ქალმა დანაშაული მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ჩაიდინა.
აღნიშნულის შემდეგ კი ქალმა თვითდაზიანებები მიიყენა, მან ცივი იარაღით 9 ჭრილობა მიიყენა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა. ის ახლა კლინიკიდან დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
42 წლის ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა. უცნობია, ქალს ჰქონდა თუ არა ფსიქიკური ფსიქიკური პრობლემები, მეზობლების თქმით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.
ტრაგედია ბოლნისის სოფელ ხახალაჯვარში გუშინ დატრიალდა.