June 2, 2026

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია

მთავარია გჯეროდეს – ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“ ერთგული მხარდამჭერია თიბისი.

ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.

კინოპრემია „ელისოს“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდებიან.

ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან შემდგარმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან – ანგელა შანელეკი, თეო ხატიაშვილი, მალგორჟატა შუმოვსკა,გიორგი შველიძე, ლეა გლობი – გამოავლინა 2026 წლის ნომინანტები:

საუკეთესო ფილმი:

  • მილი
  • არავინ არ ჩანს
  • ხმელი ფოთოლი
  • თემორე
  • ქართლის ცხოვრება

საუკეთესო რეჟისორი:

  • არავინ არ ჩანს – კოტე კალანდაძე
  • ქართლის ცხოვრება – თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი
  • ცხრათვიანი კონტრაქტი – ქეთევან ვაშაგაშვილი
  • ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე

საუკეთესო ოპერატორი:

  • მილი – შალვა სოყურაშვილი
  • ქალაქის ხმაური – შალვა სოყურაშვილი
  • ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე
  • ქართლის ცხოვრება – თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი

საუკეთესო მონტაჟი:

  • ხმელი ფოთოლი – ალექსანდრე კობერიძე
  • თემორე – ანკა გუჯაბიძე, ლევან ბუთხუზი
  • არავინ არ ჩანს – კოტე კალანდაძე
  • ცხრათვიანი კონტრაქტი – ვერონიკა სკოტი, ბერნადეტ ტუზა-რიტერ

საუკეთესო კინომუსიკა:

  • არავინ არ ჩანს – კოტე კალანდაძე
  • ხმელი ფოთოლი – გიორგი კობერიძე
  • ქართლის ცოხვრება – ნიკა ფასური
  • მილი – ლაშა ცქვიტინიძე