June 3, 2026

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში ინტენსიურად იზრდება

საქართველოდან რუსეთში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება. საქსტატის მონაცემებიუს თანახმად, თუ 2021 წელს საქართველოდან რუსეთში 562.5 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გავიდა, 2025 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 24.5%-ით მოიმატა და 700.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ტოპ-5 ადგილობრივი წარმოების პროდუქტი, რომელიც 2025 წელს საქართველოდან რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა, ასე გამოიყურება:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 170.6 მლნ აშშ დოლარის;
  • სპირტიანი სასმელები – 157.2 მლნ აშშ დოლარის;
  • მინერალური და მტკნარი წყლები – 70 მლნ აშშ დოლარის;
  • გაზიანი სასმელები – 50.7 მლნ აშშ დოლარის;
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 50.3 მლნ აშშ დოლარის.

წყარო: Bpn