June 3, 2026

„წითელი და თეთრი” – ღვინის ფესტივალი ქუთაისში

ქუთაისში, 13 ივნისს ღვინის ფესტივალი – „წითელი და თეთრი”, ეწყობა- ინფორმაციას ქუთაისის ბოტანიკურ ბაღი ავრცელებს.

„ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, 13 ივნისს გაიმართება ფესტივალი სახელწოდებით „წითელი და თეთრი“, სადაც სტუმრებს ელოდება ღვინის დაგემოვნება, ბუნების განსაკუთრებული გარემო და სასიამოვნო ატმოსფერო.

მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებენ: • ჯგუფი „ოჩოს ქოხი“ • DJ KIRKITA გელოდებით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში — ერთად გავატაროთ დაუვიწყარი დღე ბუნებაში, მუსიკასა და ღვინის ტრადიციებთან ერთად”, – წერია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.