მესამე და ყოველი მომდევნო შვილის ნათლობის საყოველთაო ნათლობას დღეს პირველად გამართავს პატრიარქი შიო მესამე. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ცერემონია სამების ტაძარში გაიმართება. საღამოს 20:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, შიო III, ახალ ნათელღებულებს დალოცავს.
პატრიარქ ილია მეორეს ინიციატივით, მესამე და შემდგომი შვილების მასობრივი ნათლობის ტრადიცია საქართველოში უკვე მრავალი წელია ხორციელდება. მისი მიზანი დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.