June 8, 2026

30 ივლისს ქუთაისში ნინო ქათამაძე იმღერებს

30 ივლისს ქუთაისში, იპოდრომზე ცხენოსანთა კლუბ „არტ”ში, ღია ცის ქვეშ გაიმართება ნინო ქათამაძისა და ბენდის კონცერტი. ორგანიზატორების ცნობით, კონცერტის სივრცე სპეციალურად იქნება მოწყობილი სტუმრების კომფორტისთვის. ტერიტორიაზე განთავსდება კვების ობიექტები, სასმელებისა და ალკოჰოლის ზონები, ასევე ბიოტუალეტები.