„სიმღერის აკადემია” რომელიც სკანდალურად გავრცელებული კადრებით გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი, ქუთაისში დაფუძნებული ორგანიზაციაა. „თეატრალური კვარტების“ მიერ შექმნილ აკადემიას ფილიალები დედაქალაქშიც აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, აკადემიის გუნდის წევრი ბავშვის წაქცევის ფაქტს, რომლის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, საზოგადოების აღშფოთება მოყვა. ათი წლის გოგონა ყველას თვალწინ მოწყვეტით ეცემა ძირს, მის დახმარებას კი არავინ ცდილობს. კადრებში ჩანს, რომ იქვე იმყოფებიან აკადემიის დამფუძნებლები, ხედავენ ფაქტს, თუმცა რეაგირება არ აქვთ. საზოგადოების აღშფოთების პარალელურად ორი განცხადება გაავრცელა „სიმღერის აკადემიამ“ აკადემიაში აცხადებენ, რომ ხელმძღვანელმა პირებმა ვერ დაინახეს, როგორ წაიქცა ბავშვი. მათი თქმით, გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა “როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი”. აღსანიშნავია, რომ გონების დაკარგვის შემდეგ ბავშვის წამოჯდომა არ ჩანს არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ კადრებში და არც დარბაზიდან გადაღებულ, როგორც აკადემიაში უწოდებენ – “არაოფიციალური კადრებში”. პირველი არხის პირდაპირ ეთერი ბავშვის წაქცევა საერთოდ არ ჩანს – კადრი ზუსტად იმ მომენტში იცვლება, როცა (დარბაზიდან გადაღებული ვიდეოს მიხედვით), ბავშვი იქცევა, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „სიმღერის აკადემიას“, 12 ივნისს კორცერტი ქუთაისში აქვთ დაგეგმილი. გავრცელებული ანონსის თანახმად, მესხიშვილის თეატრში დაგეგმილ კონცერტს ლიზა ბაგრატიონი წაიყვანს, მასში მონაწილეობას კი თამარ გვერდწითელი მიიღებს. 
June 11, 2026
„სიმღერის აკადემია”, რომელმაც ბავშვის წაქცევა ვერ შენიშნა, 12 ივნისს ქუთაისში კონცერტს გამართავს