June 14, 2026

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ქუთაისში პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე ქუთაისში პანელური დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ის შესაძლებლობები, სარგებელი და უსაფრთხოების პერსპექტივები, რომელიც ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციით საქართველომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღო. ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის პრაქტიკული სარგებლის, ასევე შესაძლებლობების შესახებ. მეორე პანელი საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, ასევე ამერიკული დახმარებების საკითხებს დაეთმო. მოხსენებების შემდეგ დისკუსია გაიმართა.