June 15, 2026

ქართულ ჭიდაობაში კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი გაიმართა

ქუთაისში კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში ქუთაისის მერიისა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მოეწყო. ტრადიციულ ღონისძიებას ქუთაისმა 24-ედ უმასპინძლა, მასში საქართველოს მასშტაბით 150 სპორტსმენი ჩაერთო. შეჯიბრებები სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოეწყო. საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.