ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში ქ.ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს. პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ისე მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების პირობები. სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიერეს.
June 15, 2026
ბაღდათი-კაკასხიდი-ხანის გზის რეაბილიტაციაზე 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება