ქუთაისში ოღასკურას კალაპოტის 1.2-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი კალაპოტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება 4 893 422 ლარს შეადგენს და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოების რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.