June 17, 2026

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ჭიათურაში ფიზიკური პირი მ. შ.-ს (მისამართი: ჭიათურა, აბაშიძის ქ.10) სასაკლაო შეამოწმეს. უწყების ცნობით, ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა ცხოველებს (გოჭები). გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ”, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.