June 18, 2026

როდის აღდგება სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა

სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 მონაკვეთზე დარჩენილი 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება.

სამტრედია–გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი საერთო ჯამში მოიცავს 12-კილომეტრიან, ოთხზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.

მაგისტრალური გზა გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე – გვიმბალაურზე, ქვემო ჩიბათსა და ნიგოეთზე გაივლის.