June 19, 2026

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მცირდება

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მცირდება, შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა 50 ლარით განისაზღვრება.

რაც შეეხება 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებას, ამისთვის ჯარიმა რჩება 100 ლარის ოდენობით, ხოლო 40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას.

ამასთან, კირცხალიას განცხადებით, 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის 300-ლარიანი სანქცია შენარჩუნდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული კონსულტაციის საფუძველზე გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

ცვლილება შეეხება სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზედმეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბება ისჯება ჯარიმით 100 ლარის ოდენობით, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება – ჯარიმით 300 ლარის ოდენობით.