June 19, 2026

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 71% ემხრობა

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად, – EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 71% კვლავ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 67% ენდობა ევროკავშირს.

87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ კვლევა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გააკეთა.

კვლევაში მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტმა რესპოდენტმა მიიღო.

რესპოდენტების აზრი პირისპირ ჩატარებული ინტერვიუების საშუალებით ჰკითხეს.