June 20, 2026

„ხიბლით სავსე იმერეთში გემოფესტი ბრუნდება“

26, 27 და 28 ივნისს „გემოფესტი“ ქუთაისში გაიმართება. კულინარიულ ფესტივალის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ.

„ხიბლით სავსე იმერეთში გემოფესტი ბრუნდება. ქუთაისში, ჩვენს საყვარელ ადგილას, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან, 26, 27 და 28 ივნისს კიდევ ერთხელ გავიგებთ იმერული მასპინძლობის გემოს. კიდევ ერთხელ აივსება გარემო საოცარი კერძების სურნელით, მუსიკით, ჟრიამულით და გადასარევი განწყობებით. კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ წელს საქართველო რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია და 27 ივნისს, საღამოს 6 საათზე უელსი – საქართველოს შეხვედრას ერთადაც ვუყურებთ გემოფესტზე”, – აცხადებენ გემოფესტის ორგანიზატორები.