რაჭაში 14-წლამდელთა რაგბის შვიდკაცა ფესტივალი გაიმართა. ამბროლაურში გამართულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს 8 გუნდმა, – ამარანტები, პონტო (ქობულეთი), ჯიხა (აბაშა, სენაკი, მარტვილი), ბაღდათი, აია (ქუთაისი), ბათუმი, დინოზავრი (წყალტუბო), ჯრუჭი (საჩხერე).
რაგბის ფესტივალი, რომლის დევიზია „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, უკვე მესამე წელია ტარდება. მას ორგანიზებას რაგბის კლუბ „ამარანტები“ უწევს.
ღონისძიებას სპორტის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი დოლაბერიძემ მორაგბეები დააჯილდოვა და მათ მომავალშიც წარმატებები უსურვა.