March 20, 2013

შსს ქუთაისსა და ტყიბულში ადამიანების დაუთოების ფაქტს არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინა ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ბოკუჩავას განცხადებით, ქუთაისში, ნიკეას ქუჩასა და ტყაჩირში ადამიანების დაუთოვების ფაქტები დაფიქსირდა. აღნიშნულ ფაქტებს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო მალავს.

ძალოვანი უწყების პრესსამსახურში ბოკუჩავას აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.

„მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ მსგავსი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისაგან,“ – აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.