March 21, 2013

თავდაცვის მინისტრი პარლამენტში ანგარიშით მივიდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს უწყების მიერ ამ დრომდე გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

როგორც პარლამენტში მისულმა ალასანიამ განაცხადა, ის კომიტეტს იმ რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც ბოლო 4 თვის განმავლობაში სამინსიტრომ დაიწყო. ასევე, საუბარი შეეხება გამოკვეთილ პრობლემებსაც.

„ვილაპარაკებთ უკვე მიღწეულ წარმატებებზე. ჩვენს სამომავლო გეგმებსა და იმ სტრატეგიულ ხედვაზე, რომელიც გვაქვს შეიარაღებული ძალების განვითარების კუთხით საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობაზე. დარწმუნებული ვარ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იქნება,“ – ამბობს ალასანია.