April 1, 2013

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში ტყე იწვის

ქუთაისში, გუმათის დასახლებაში ტყეს ცეცხლი უკიდია.

როგორც newpress.ge-ს ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მოსახლეობისგან ზარი მათგან ცოტა ხნის წინ შევიდა. ხანძარი ასლანიკაშვილის ქუჩის ბოლოს ფიქსირდება.

როგორც სამსახურის უფროსი, კახა მაჩიტიძე ამბობს, სამსახურის მანქანები შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ.