April 10, 2013

ქუთაისის მერიამ ორ თვეში 60 ათას ლარამდე პრემია გასცა

ქუთაისის მერიის მაღალი თანამდებობის პირებზე პრემიები გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის იანვარში არის გამოწერილი. ქალაქის მერსა და მერიის ჩინოვნიკებზე ორ თვეში გაცემულმა პრემიამ 59 520 ლარის შეადგინა.

დეკემბერ, იანვარში პრემია ყველაზე დიდი ოდენობით (5 550 ) ლარი ქალაქის მერს, ბესიკ ბრეგაძეს აქვს მიღებული. მერის შემდეგ 4 100 – 4 100 ლარის ოდენობით მერის სამი მოადგილე წახალისდა, ხოლო შემდეგ 2 980 ლარის ოდენობით პრემიები მერიის სამსახურების უფროსებმა (16–მა ადამიანმა) მიიღო.