ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩა #4–ში მდებარე კორპუსში, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. აღნიშნული პიროვნება კორპუსიის მე–2 სართულზე, ქირით ცხოვრობდა. ბინის მეპატრონე, მირიან ებანოიძე ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცით გარდაცვლილი ხაშურიდან იყო. “ორი თვეა ის ჩემს ბინაში ცხოვრობდა. როგორც ვიცი მარტო იყო ბინაში. გარდაცვლილის სახელი და გვარი ზუსტად არ მახსოვს” – ამბობს მირიან ებანოიძე. ადგილზე იმყოფებიან სამართალდაცავები. მიმდირანეობს გამოძიება.
April 11, 2013
ქუთაისში ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს