ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა ხვალ დაგეგმილ ქალაქის საკრებულოს სხდომაზე მოქმედი მერის, ბესიკ ბრეგაძის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს.
ცნობილი ხდება, რომ ბრეგაძისათვის იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ, მერის მოვალეობას ვიცე-მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „გამჭვირვალე თვითმმართელობისათვის“ წარმომადგენლის ზურაბ ხურციძის თქმით, ხვალ ასევე, დაგეგმილია იმ კომისიის დაკომპლექტება, რომელმაც ქალაქის ახალი მერი კონკურსის წესით უნდა შეარჩიოს.