ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე უმცირესობაში მყოფმა “ნაციონალებმა” დღის წესრიგიდან იმ საკითხის ამოღება მოითხოვეს, რომელიც ქუთაისის მოქმედი მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს. საკითხი “ნაციონალმა” დეპუტატმა გია უკლებამ დააყენა, თუმცა მას მხარი მხოლოდ 4–მა დეპუტატმა დაუჭირდა. წინააღმდეგ ხმა 17–მა დეპუტატმა მისცა. “ნაციონალები” ქუთაისის საკრებულოში, დღეის მდგომარეობით, 8 დეპუტატით არიან წარმოდგენლინი. თუმცა დღევანდელ სხდომას მხოლოდ 4 “ნაციონალი” ესწრება.
April 12, 2013
საკრებულოზე “ნაციონალების” 4 ხმას 17 დეპუტატი დაუპირისპირდა