April 12, 2013

საკრებულოს უმრავლესობამ ქუთაისის მერი გადააყენა

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობამ ამ წუთებში მიღებული გადაწყვეტილებით, ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძე თანამდებობიდან გადააყენა. მიღებული გადაწყვეტილების გამო “ნაციონალების” აქტივისტემა ყოფილ “ნაციონალ” დეპუტატებს ვირთხები უწოდეს და სხდომათა დარბაზიდან გინებით გააცილეს: “არაკაცები ხართ, ამის შემდეგ თქვენ შვილებს თვალებში როგორ უნდა ჩახედოთ”.