ქუთაისში,საზოგადოებრივი ტუალეტების ამ დრომდე უფუნქციოდ ყოფნა მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ადგილობრივების თქმით, ქალაქში საპირფარეშოები მათი მოთხოვნით გაიხსნა. თუმცა, საჭიროების მიუხედავად, ამ დრომდე საპირფარეშოების სარგებლობის შესაძლებლობა არ მისცემიათ.
“პრეზენტაციას უცდიან ალბათ” – ამბობენ ქუთაისელები.
ქუთაისში, გასულ წელს ქალაქის ოთხ სხვადასხვა ადგილზე საპირფარეშო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომაპნიამ ააშენა.