ქუთაისის მოსახლეობას ამდროისათვის სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყლის მიწოდება სავარაუდოდ, ხვალ 12:00 საათამდე არ აღდგება.
“ძლიერმა ქარმა მწყობრიდან გამოიყვანა უკანეთის მაღალი ძაბვის 110 კილოვოლტიანი საჰაერო ელექტრო სისტემა. რის გამოც, წყალმომარაგება შეუწყდა ქუთაისის მოსახლეობასა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს. სასმელი წყლის მიწოდება აღდგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის”, – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.
კომპნიაში განმარტავენ, რომ არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საგანგებო ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.