April 16, 2013

პარლამენტში “წვიმა” მოვიდა

პარლამენტის მესამე და მეოთხე სართულებზე „წვიმს“.

წყალი ჭერზე არსებულ ერთ-ერთ განათების ბოძს მოჰყვება.

ამ წუთებში პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენასა და შეკეთებას ცდილობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სართულზე სახანძრო გაყვანილობის მილი გასკდა, რამაც წყლის გაჟონვა გამოიწვია.