April 16, 2013

ძლიერმა ქარმა ქუთაისში სახლი დაანგრია

ქუთაისში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი კორპუსის კედელი ჩამოანგრია. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე, #46-ში მოხდა.

სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევები სახლში მაცხოვრების მსუბუქ ავტომანქანას დაეცა.

აღნიშნულ კორპუსში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლი ამორტიზებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ძლიერმა ქარმა მისი ჩამონგრევის პროცესი დააჩქარა.

შემთხვევის ადგილზე ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს.