ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. “სტეკლოტარასთან”, დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, რამაც ბოძის მოწყვეტა გამოიწვია. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, ხოლო ავტომანქანაში მყოფი რამდენიმე მგზავრი, დაზიანებებით, კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
ფოტო: სოფო ბობოხიძე
April 21, 2013
ქუთაისში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა [Video]