April 27, 2013

სამტრედიაში ამომრჩეველთა აქტიურობა დაბალია

12 საათის მონაცემებით, სამტრედიაში საკუთარი არჩევანი 8 916 ამომრჩეველმა გააკეთა.რაც, სამტერდიაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 18.4%ია. სამტრედიის #54 -ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ლომიას განმარტებით, ამომრჩეველთა აქტრიურობა დაბალია. “არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა იმდენად დაბალია, რამდენადაც შუალედურ არჩევნებს სჩვევია ხოლმე. რც შეეხება დარღვევებს ამაზე ჩვენ ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ” – ამბობს ლომია.