May 2, 2013

ჯონჯოლის საკრეფად წასული 11 საჩხერელი რუსეთის საზღვრის კვეთისთვის დააკავეს

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულაში მცხოვრები 11 ადამიანი ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის არის დაკავებული.

კორბოულაში მცხოვრებლები, რომლებიც ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასულნი, ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა აღმოჩნდნენ.

საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის, ინგა ზაბახიძის თქმით, მსგავსი შემთხვევები აქამდეც იყო. ზაბახიძის განმარტებით, მოსახლეობა გაფრთხილებული ჰყავდათ, თუმცა ისინი გაფრთხილებას არ ითვალისწინებდნენ.

„ეს ადამიანები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე. საქმეში ჩართულია საჩხერის რაიონული პოლიცია და ევროკავშირის წარმომადგენლობა,“ – ამბობს ზაბახიძე.