May 7, 2013

ქუთაისის მერის ვაკანსიაზე 9 განაცხადია შესული

ქუთაისის მერის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი ამ დროისთვის ცხრა პიროვნებამ გამოთქვა. შესაბამისად, ქუთაისის საკრებულოში შექმნილ საკონკურსო კომისიაშიც ამდენივე განაცხადია შესული.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა newpress.ge-ს განუცხადა, რომ ქუთაისის მერობისთვის წარმოდგენილი კანდიდატები პოლიტიკურად აქტიური პირები არ არიან. რადგან ისინი სხვადსახვა სფეროში საქმიანობენ.
მარგველაშვილი მერობის მსურველთა ვინაობას არ ასახელებს.
საკრებულოს აპარატის უფროსი, ვანო ჟორჟილიანი newpress.ge-სთან საუბარში კი აცხადებს, რომ მას ინფორმაცია არ აქვს. იგივეს ამბობენ საკრებულოს პრესსასამხურშიც.
შეგახსენებთ, რომ მერის შესარჩევი კონკურსი ქუთაისის მერიამ გასურ კვირას გამოაცხადა. განაცხადების მიღება ქუთაისის მერიაში 15 მაისამდე გაგრძელდება.